დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

დედა ენის კვირეულის ფარგლებში დღეს, 12 აპრილს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი–საგანმანათლებლო–სააღზრდელო დაწესებულებათა აღსაზრდელებმა ღონისძიება გამართეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელებმა წარმოადგინეს მუსიკალური წარმოდგენა. ღონისძიებაში სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელები და მათი პედაგოგები მონაწილეობდნენ. პატარებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები, მათ ტროტუარი ფერადი ნახატებით მოხატეს, ჰაერში გაუშვეს ფერადი ბუშტები და დედაენის ტორტი საზეიმო ვითარებაში გაჭრეს.

ადგილობრივი მოსახლეობა, მარტვილის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები  და მშობლები  ესწრებოდნენ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content