საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

15 ივნისს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხი:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ივნისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.მარტვილის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“ უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 სექტემბრის №57 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.        /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content