საკრებულოს მორიგი სხდომა

5 ივნისს, 13:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, სხდომას ესწრებოდა, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გია ჩიხლაძე, ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი გოჩა ხურცილავა და სხვა დაინტერესებული პირები.

   დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 ივნისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე

2.მარტვილის  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.„მარტვილის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის  18  ივლისის  №11  დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

5. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 ივნისის N26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

6.  მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის მიმოხილვის შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

7.მარტვილის მუნიციპალიტეტის  მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში თელი წოწორიას ქ. N46-ში მცხოვრებ მოქალაქეების პავლე კვაშილავასა და ნინო ჯულაყაძის  მცირეწლოვანი შვილის ლაზარე კვაშილავას საზღვარგარეთ მკურნალობისათვის ტრანსპორტირების თანხის ჩარიცხვის შესახებ.

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

8. მარტვილის მუნიციპალიტეტის  აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე ბადრი მიქავას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ.

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილებები და განკარგულებები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content