22 ივნისს, მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში მშენებარე საფეხბურთო ბაზაზე, ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის თასს უმასპინძლებენ. ევროპის ჩემპიონატის თასის მიღებასთან ერთად, საფეხბურთო მოედნის მშენებლობის სამუშაოების დაწყებაც აღინიშნება.
ღონისძიების პროგრამა:
10:30 – 10:45 შეკრება მარტვილის ცენტრში
11:00 – ღონისძიების დაწყება
ღონისძიება :
თასის წარდგინება;
სიტყვით გამოსვლა -ჯესი სურმავა საფეხბურთო , სკოლის დირექტორი
_ ალექსანდრე გრიგალავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი
_ ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავჯდომარე
_ ოთარ დანელია, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი
_ ლევან კობაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
11:40 – ფოტოგამოფენის დათვალიერება; შენობა ნაგებობის მაშინდელი მდგომარეობის და შემდგომი მშენებლობის შესახებ.
11:50 – მშენებარე შენობა ნაგებობის დათვალიერება
12:00 – საფეხბურთო მოედნის მშენებლობის დაწყების აღნიშვნა და სიმბოლური კაფსულის ჩადება
12:20 – ღონისძიების დასრულება.