მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს დადიანების საშემოდგომო რეზიდენცია, 29,30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს, უკვე მესამედ, კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს – „სალხინოს სასახლის კამერატას“ უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად სასახლის ორსაუკუნოვან ხეივანში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.
ფესტივალი ხორციელდება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) ლოცვა–კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობი მხარდაჭერით. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“, ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი მუსიკოსი შიო აბრახამია, დირექტორი- კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.
წელს ფესტივალში, გერმანიის, ავსტრიის, უკრაინისა და სქართველოს მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.