26 სექტემბერს,12:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა. სხდომას საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იყო:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე ცოტნე ბჟალავას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3.მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე რომან ბერიშვილის სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში თამარ მეფის ქ.N17-ში მცხოვრებ მოქალაქე როზა კღარკავას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
5. მარტვილის მუნიციპალიტეტის გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე ეთერი ფარცვანიას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
6. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,დემოკრატიული მოძრაობა“ გაუქმების ცნობად მიღების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები.