სოხუმის დაცემის დღე

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა ხსოვნას.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content