

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს 12:00 საათზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, დარბაზში შეკრებილმა ადამიანებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს COVID19-ით დაღუპული ადამიანების ხსოვნას.სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გ აბისონია.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2. სსიპ ქალაქ მარტვილის N2 საჯარო სკოლისთვის აზა ადამიას სახელის მინიჭების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ; /მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/

3. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სს ,,სილქნეტი“-სთვის სარგებლობის უფლებით უძრავი ქონების პირობით გაცემაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; /მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/

4. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი-როლანდ წულაია,შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი/

5. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. /მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი; თანამომხსენებლი-ქეთევან ბაჩილავა,საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ. /

6. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი; თანამომხსენებლი-ქეთევან ბაჩილავა,საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ. /

აღნიშნულ საკითხებზე მიიღეს შესაბამისი განკარგულებები და დადგენილებები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: