15 მარტს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მარტვილის ახალგაზრდული იდეის წევრებმა ღონისძიება გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში, გამარჯვებული პროექტების ავტორებს ვაუჩერები გადაეცათ, რომელზეც მითითებული იყო თანხები, რომლებიც პროექტის ავტორებმა მათ მიერ წარმოდგენილი იდეის განხორციელებას უნდა მოახმარონ.
ღონისძიებას, მარტვილის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფოსი მაკა გულორდავა და გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი ფაუსტი ნადარაია ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ვაუჩერები 6 გამარჯვებული პროექტის ავტორს გადაეცა.
ესენი არიან: დიანა ზოსიშვილი – პოექტი „ნუ დაანაგვიანებ“, ნანა კობერიძე – „მხიარული სტარტების ინვენტარი“, ლელა გოროზია – „გარემო ნაგვის გარეშე“, ანანო ნაროუშვილი – „ჯანსაღი ცხოვრება“, ლაშა წულაია – „ბურთი კალათში“, თამუნა კალანდია – „გაიგე მეტი“.
გამარჯვებულ ავტორებს, „ ახალგაზრდული იდეის“ წევრებმა ვაუჩერები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.