9 აპრილი

9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს მარტვილში, 29 წლის წინ მიტინგის დაშლის დროს გარდაცვლილი 21 ადამიანის ხსოვნას პატივი მიაგეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონიამ, საკრებულოს წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა და საჯარო სტრუქტურის წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი, ზვუად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და აზა ადამიას ბიუსტები.

აზა ადამიას მშობლიური სკოლის ეზოში, N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრული  კომპოზიცია და პატივი მიაგეს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content