9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს კულტურის სახლში

საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიება 9 აპრილს დატრიალებულ ტრაგედიას ეძღვნებოდა. მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას 9 აპრილის თემაზე შექმნილი ლექსები და ჩანახატები წარუდგინეს, ასევე გაიმართა დისკუსია 1989 წლის მიტინგის შედეგებსა და დარბევის თავიდან აცილების შესაძლებლობებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის ოთარ დანელიას ბიუროს თანამშრომელი სოფიო გაბისონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია და 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული აზა ადამიას ოჯახის წევრები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content