ლატვიის ნაციონალური ანსამბლი მარტვილში

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ლევან სურმავასთან ერთად  კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

19 აპრილს,16:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზში, მარტვილის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „სამა“-მ ლატვიის ქალაქ მალპისის ნაციონალურ ანსამბლ „მარა“-ს უმასპინძლა.

ღონისძიებაზე, ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა და ლატვიელმა სტუმრებმა, ქართული და ლატვიური ნაციონალური ცეკვები წარმოადგინეს.

ამ ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს,  აღნიშნულ ქალაქებს შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარებას.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content