2018 წლის 9 მაისი

9 მაისს,  მარტვილის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე ახვლედიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 73–ე წლის იუბილე მიულოცა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 7  სამამულო ომის ვეტერანს–ხაინდრავა კონსტანტინეს, ჯიქია გრიგოლს, სურმავა დავითს, ლაგვილავა კლმენტის, თოფურია დავითს, დგებუაძე აკაკის და ჩარგაზია ბაშოს   მთავრობის გადაწყვეტილებით 600 ლარი, ხოლო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებით 700 ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ.  მარჩენალდაკარგულ 5 ოჯახს კი 300 ლარიანი ვაუჩერი.

ვეტერანები, ფულადი საჩუქრის გარდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სიმბოლური საჩუქრებითაც დაასაჩუქრა, გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მათ საკუთარი ხარჯებითაც გაუკეთა საჩუქარი.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, სამამულო ომის ვეტერანს, დავით თოფურიას, ოჯახში ესტუმრა და გამარჯვების დღე პირადად მიულოცა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საჯარო მოხელეებმა გვირგვინით შეამკეს შინმოუსვლელთა მემორიალი და პატივი მიაგეს სამამულო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content