20 ივლისს ქ. მარტვილში, საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდა მარტვილზე 2018“ საზეიმოდ დაიხურა.
ფესტივალის მონაწილეებმა, ღონისძიება ქალაქის ცენტრში მსვლელობით გახსნეს, შემდეგ კი მაყურებლის წინაშე, ნაციონალური ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრებით წარსდგნენ.
ფესტივალმა „ლეგენდა მარტვილზე“ ტრადიციული სახე მიიღო და იგო ყოველი წლის ივლისის თვეში იმართება. ფესტივალი ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის ინიციატივითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
ფესტივალში მონაწილეობას საქართელოს, პერუს, რუმინეთის, ბოლორუსიისა და ჩეხეთის ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ.
ღონისძიებას მარტვილის, ჩხოროწყუს, აბაშისა და ხონის ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.
ფესტივალის მონაწილეებს დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.