მარტვილის საკრებულო მოსახლეობას საქმიანობის ანგარიშს წარუდგინა

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მისმა ფრაქციებმა 23 ივლისს 15:00 სთ-ზე მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის ანგარიშს წარუდგინეს.

ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა საკრებულოს მიერ 2017 წლის არჩევნებიდან დღემდე გაწეულ საქმიანობაზე, მიღებულ ნორმატიულ აქტებზე, მოქალაქეთა ჩართულობაზე საკრებულოს საქმიანობაში, ხოლო ფრაქციების თავმჯდომარეებმა წარადგინეს ანგარიში მათ ინიციატივებზე, შენიშვნებზე, აღმასრულებლის ზედამხედველობაზე და მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე. საკრებულოს თავმჯდომარემ და ფრაქციებმა ასევე განიხილეს სამომავლო გეგმები. ანგარიშის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

აღნიშნულ ღონისძიებას მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი სოფიო გაბისონია, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა საკუთარი აზრი გამოეთქვა საკრებულოსა და ფრაქციების საქმიანობასთან დაკავშირებით, კითხვები დაესვა და მიეღპო პასუხები არჩეული თანამდებობის პირებისგან.

🔵აღნიშნული ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში განახორციელა. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content