საქმიანობის ანგარიში ხალხს

გაცნობებთ, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მისი ფრაქციები 23 ივლისს 15:00 სთზე მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (მის. მარტვილი, თავისუფლების ქუჩა N7საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენენ

ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარე ისაუბრებს საკრებულოს მიერ 2017 წლის არჩევნებიდან დღემდე გაწეულ საქმიანობაზე, მიღებულ ნორმატიულ აქტებზე, მოქალაქეთა ჩართულობაზე საკრებულოს საქმიანობაში, ხოლო ფრაქციების თავმჯდომარეები წარადგენენ ანგარიშს მათ ინიციატივებზე, შენიშვნებზე, აღმასრულებლის ზედამხედველობაზე და მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე. საკრებულოს თავმჯდომარე და ფრაქციები ასევე განიხილავენ სამომავლო გეგმებს. ანგარიშის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

აღნიშნულ ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა საკუთარი აზრი გამოთქვას საკრებულოსა და ფრაქციების საქმიანობასთან დაკავშირებით, კითხვები დაუსვას და მიიღოს პასუხები არჩეული თანამდებობის პირებისგან.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

აღნიშნულ ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content