8 თებერვალს 12:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/
2.,,2019 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №56 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხსენებელი-დავით სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ/