4 თებერვალს, 12:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
სხდომას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ/ დარეჯან ხუნწელია, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 თებერვლის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ქეთევან ბაჩილავა, მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
3.,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების თაობაზე;
/მომხსენებელი-დარეჯან ხუნწელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ/
4.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-დარეჯან ხუნწელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ/
5.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სამსახურებისთვის 2019 წელს საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ყოველთვიური ლიმიტების განაწილების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №30 დადგენილების ბათილად გამოცხადების შესახებ.
/მომხსენებელი-დარეჯან ხუნწელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ/