9 აპრილი

მარტვილში 30 წლის წინ დატრიალებული 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატთან ოთარ დანელიასთან, სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორთან ალექსანდრე მოწერელიასთან, მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან და აგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.🇬🇪
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს დაღუპული გმირების მემორიალები და აზა ადამიას საფლავი, შემდეგ კი კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებას – „მადლობა თავისუფლებისთვის“ – დაესწრნენ, რომელიც აზა ადამიას სახელობის მე–2 სკოლის ორგანიზებით და მათივე მონაწილებით გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს 9 აპრილს დაღუპული გმირები, წარმოადგინეს მხატვრული კომპოზიციები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. 

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content