11 აპრილს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მოწვეული ჟიურის სტატუსით საგუნდო კოლექტივის V ეროვნულ კონკურსს დაესწრო.
საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივის კონკურსი მე–5 წელია იმართება და მასში სხვადასხვა სკოლების საგუნდო კოლექტივები იღებენ მონაწილეობას. 11 აპრილს მარტვილის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში პირველი შესარჩევი ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სამუსიკო სკოლის გუნდმა და 5 საჯარო სკოლის კოლექტივმა მიიღო.
კონკურსის მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა:
არჩილ უშვერიძე -თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი;
შიო აბრახამია – საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელო-ზემო სვანეთის ფილიალის ხელმძღვანელი;
შიო აბრახამია – საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელო-ზემო სვანეთის ფილიალის ხელმძღვანელი;
ასევე საპატიო ჟიურის წევრები – მარტვილის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი მაკა გულორდავა და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია.
კონკურსის შესარჩევ ეტაპს მონაწილეთა გულშემატკივრები და სამუსიკო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.