1515 15აპრილს, 11 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მეორე მოადგილე აკაკი ხუნწელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ ქეთევან ბაჩილავა, დაინტერესებული პირები და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 აპრილის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ქეთევან ბაჩილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
3.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ს/კ №41.09.32.244) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/
4. 2019 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალოსწინებული “სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/
სხდომაზე მიიღეს შესაბამისი განკარგულებები და დადგენილება