ალექსი გაბისონია კონფერენციას დაესწრო

✔️9 ოქტომბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, ზუგდიდში, ათეა-ს მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ კონფერენციას დაესწრო.
🇪🇺🇬🇪2019 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის (BPP – Best Practice Program) გამოცხადებამდე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა) რეგიონული კონფერენციების ციკლს განაგრძობს. 9 ოქტომბერს, ათეა-მ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების უმაღლესი თანამდებობის პირებს უმასპინძლა.
📌კონფერენციაში, რომელიც ევროკავშრის მიერ დაფინანსებული პროექტის-„ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში გაიმართა, ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან – ნათია ღვინაშვილთან, ასოციაციის ექსპერტებთან ნინო ზურაბიშვილთან და კახა გურგენიძესთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
📌პროექტის -„ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) მიზნების, ამოცანების და კომპონენტების მიმოხილვის შემდეგ, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, ჩხოროწყუს, მარტვილის, წალენჯიხის, აბაშის და ხობის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მოქალაქეთა ჩართულობის მხრივ ადგილზე არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე.
📌შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, მიმოიხილეს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2018 წლის კონკურსი, საკონკურსო თემები, მისი შეფასების პროცესი და სხვა.
📌კონფერენციის დღის წესრიგის ძირითადი დრო 2019 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის განხილვას დაეთმო, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. კერძოდ, აქცენტები გაკეთდა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის საკონკურსო თემებზე, კონკურსის მიმდინარეობის ეტაპებზე, შეფასების კრიტერიუმებსა და ინდიკატორებზე.
📌შეხვედრაზე საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ვებ-პორტალის, როგორც წარმატებული პროექტების გაზიარების მოქნილი ინსტრუმენტის, სატესტო ვერსიის პრეზენტაციაც გაიმართა.
📌აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში, ქვეყნის მასტაბით, 10 რეგიონული კონფერენცია ჩატარდება.
📌პროექტი-“ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, კვლევით ცენტრ – PMC (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით ახორციელებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობისა და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას. ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.

🇪🇺🇬🇪BPP Regional Conference in Zugdidi
🇪🇺🇬🇪National Association of Local Authorities of Georgia (NALAG) launched BPP regional Conferences, within the framework of EU funded “Networking for Efficiency and Development” (N4ED) project.
🇪🇺🇬🇪BPP Regional Conference has been held in Zugdidi municipality and the conferences will be conducted at all regions of Georgia.
🇪🇺🇬🇪The conference has been attended by high level LSG representatives of Samegrelo-Zemo Svaneti municipalities as well as the NALAG staff.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content