7 ოქტომბერს, 12:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
სხდომას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ ქეთევან ბაჩილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის მ/შ/ ცოტნე კაკულია,საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 ოქტომბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ააიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის ,,კეთილმოწყობის ცენტრი“-სთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
/მომხსენებელი-ცოტნე კაკულია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის მ/შ/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახური“-სთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
/მომხსენებელი-ცოტნე კაკულია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის მ/შ/
5. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ ქეთევან ბაჩილავა/
6. საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში შესასრულებელი სამუშაოების კორექტირებული ნუსხის მოწონების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/
7. სხადასხვა.
საკრებულომ აღნიშნულ საკითხებზე მიიღო შესაბამისი განკარგულებები და დადგენილება.