✅6 ნოემბერს , 12:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
🔵 სხდომაზე განიხილეს დღის წერიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები
🔵1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 ნოემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
🔵2. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს წევრად, რობერტ კაკულიას უფლებამოსილების ცნობად მიღების შესახებ;
/მომხსენებელი-რამაზ ხურცილავა, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თაავმჯდომარე/
🔵3. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შპს ,,მაგთიკომი“-სთვის სარგებლობის უფლებით უძრავი ქონების პირობით გაცემაზე მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/
🔵4. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
✅მიღებულიქნა შესაბამისი განკარგულებები და დადგენილება.