გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა – მარტვილის მუნიციპალიტეტში, შპს „მარტ-სტოუნის” სასარგებლო წიაღისეულის (კირქვის) გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სასარგებლო წიაღისეულის (კირქვის) გადამუშავება;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „მარტ-სტოუნი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ სალხინო;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2022 წლის 11 იანვარი, 11:30 საათი, მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. სალხინოს ადმინისტრაციული შენობა;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 27 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge. (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს).