მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე 13 საჯარო დაწესებულებას შორის დასახელდა.
23 მაისს IDFI-მ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიში წარადგინა და 2021 წლის ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა.
სიგელები გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომელმაც 2021 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა.
სიგელის გადაცემის ცერემონიალს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა დაესწრო.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს. IDFI-ის სისტემურმა მონიტორინგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი ტენდენციებისა და პრობლემების გამოვლენაში, საზოგადოებრივი კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვაში, საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულებისა და ღია მმართველობის განვითარებაში.
IDFI -მა სულ 262 დაწესებულების რეიტინგი გამოაქვეყნა
გაეცანით რეიტინგს www.foi.idfi.ge