2 აგვისტოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ცენტრალური ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში წმინდა ილია მართალის წმინდანად შერაცხვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ილია ჭავჭავაძე XIX საუკუნის საქართველოს „უგვირგვინო მეფე“, პიროვნება რომელმაც ყველაფერზე წინ „მამულის, ენისა და სარწმუნოების“ მსახურება დააყენა და თავისი მოღვაწეობით ქართველებს იმედი და მომავლის რწმენა ჩაუსახა.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, მერის მოადგილე გივი ელიავა და კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია ესწრებოდნენ.