საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა

ლევან სურმავა- მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. დამდეგი ახალი წელი ყოფილიყოს უამრავი წარმატების მომტანი.

შობა-ახალი წლის დღესასწაული ჩვენი ოჯახების ერთიანობის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების პატივისცემის სიმბოლოა, რაც ჩვენს გულებს აერთიანებს და მოაქვს სიყვარული და ჰარმონია ადამიანთა შორის. ეს არის დრო, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა გადავხედოთ წარსულს, ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს და უკეთესი მომავალი დავგეგმოთ.
გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის უჩვეულო და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა.
დიდ განსაცდელთან ერთად, ამავე დროს დიდი გადაფასებების წელიც იყო, როდესაც თითოეული ჩვენგანი დაფიქრდა ყველაზე მთავარ ღირებულებაზე – ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი.
2022 წელს ჩვენ არაერთ ღონისძიებას განვახორციელებთ მარტვილის საკეთილდღეოდ და მარტვილელების უკეთესი მომავლისთვის.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, პიროვნულ ზრდასა და უამრავ სიყვარულს. მშვიდობიანი, ბედნიერი და აყვავებული 2022წელი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის!
ლევან სურმავა
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content