მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილს, 8 აგვისტოს და ავღანეთის ომში დაღუპულთა დედებს დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
,,ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ დედის დღეს. გულწრფელ პატივისცემას გამოვხატავ თქვენს მიმართ, ვინაიდან თქვენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების დედები ხარ, სამშობლოს გმირები აღუზარდეთ და თქვენი წვლილი დიდია ჩვენი ქვეყნის წინაშე” – აღნიშნა თორნიკე ჯანაშიამ.