მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა კურზუს, ტალერის და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.
შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მერიის შესაბამისის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა.
ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნების, ხიდ-ბოგირების და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.
2022 წელს მარტვილი მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართება.