16 მარტს, 14:00 სთ-ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსები, აპარატის თანამშრომელბი და დაინტერესებული პირები.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მარტის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით 1537კვ.მ. და მასზე განთავსებული N1, N2, N3 ნაგებობები ს.კ. 41.08.36.487) მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრისთვის ს.ნ. 235447628 უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების (პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების-სამსახურის უფროსების) ანგარიშის შეფასება 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
5. მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის განხილვის თაობაზე;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
6. ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ( სასოფლო სამეურნეო( სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს.კ: 41.09.37.230 ფართობი 992 კვ.მ ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
აღნიშნულ სხდომაზე საკრებულომ მიიღო შესაბამისი დადგენილება და განკარგულებები.