პრემიერ-მინისტრის ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველი პირებისთვის დასაქმების პროგრამა დაიწყო.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაში 20 პირი დასაქმდა.
დასაქმებულებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია შეხვდა და დეტალები პირადად გააცნო. შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი დავით გეგეჭკორი და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი.
პროექტი სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად. ასევე, მუშაობასთან ერთად, მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ ის დახმარებაც, რასაც დასაქმებამდე შემწეობის სახით იღებდნენ.