სახელმწიფო თანადაფინანსების სასოფლო-სამეურნეო პროგრამა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მუზეუმის შენობაში, 21 ივლისს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებით დაინტერესებულ ქალბატონებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამების შესახებ, რომელიც საშუალებას იძლევა საგრანტო კომპონენტის ფარგლებში წამოიწყო ახალი ბიზნები ან განავითარო არსებული საქმიანობა.
შეხვედრა ჩატარდა სოფლის განვათარების სააგენტოს მარტვილის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ჩართულობით, „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების“ პროექტის (RSMEDP) მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება Swisscontact, Mercy Corps და Springfield Center კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.
სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, სოფლის განვითარების სააგენტოს მუნიციპალურ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში, ასევე ვებ. გვერდზე: rda.gov.ge (ცხელი ხაზი 1501) ან მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილებაში.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content