9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი, საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები და აზა ადამიას საფლავი. აზა ადამიას სახელობის სკოლის ეზოში, № 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია და პატივი მიაგეს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. დაღუპულთა შორის იყო მარტვილელი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი 22 წლის აზა ადამია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content