ჟელენი კიკორიას და ალიონა ბარანიკს მესამე შვილი ბაგრატი კლინიკა „სენამედში“ შეეძინათ. სამედიცინო დაწესებულებამ მათ უფასო მომსახურეობა გაუწია.
უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახი ომის დაწყების შემდეგ მარტვილში ცხოვრობს. მათ მარტვილის მკვიდრმა, გია დანელიამ საცხოვრებელი ფართი უსასყიდლოდ დაუთმო.