მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ და მერმა თორნიკე ჯანაშიამ გარდაცვლილების საფლავები ყვავილებით შეამკეს.
31 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით დაიწყო ეგრეთ წოდებული „თბილისის ომი“, რომელმაც 15 დღე გასტანა და ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.