მერმა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ქალაქ მარტვილში მარტვილის ქუჩაზე გზის ცემენტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 67 085 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ხონის საგზაო“ ასრულებს.
დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულის მეორე ნამიკოლაოს უბნისა და თამაკონის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი ნამიკოლაოს უბნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაიგება 4 645 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 3 269 997 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „როუდ პლიუსი“ ასრულებს.
საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content