მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და საგანმანათლებლო რესურსცენტის მხარდაჭერით, ქ მარტვილის № 1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო, ინტელექტუალური ტესტირება გაიმართა.
ტესტირება თამარის ეპოქას მოიცავდა და ორ ტურად ჩატარდა, რომელშიც საჯარო სკოლების 100 მოსწავლე მონაწილეობდა.
პროექტში მონაწილე მოსწავლეები 26 მაიის დაგეგმილ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან.