მერი სალხინოს სკოლაში ღონისძიებას დაესწრო

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ბესიკ ხულორდავას სახელობის სალხინოს საჯარო სკოლაში ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიება სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგების სკოლიდან გაცილებას მიეძღვნა. სკოლის მოსწავლეები შეკრებილი საზოგადოების წინაშე მხატვრული, ქორეოგრაფიული და მუსიკალური კომპოზიციებით წარსდგნენ.
მერმა ღონისძიების დაწყებამდე ყვავილებით შეამკო 8 აგვისტოს ომში დაღუპული ბესიკ ხულორდავას ბიუსტი, ასევე დაათვალიერა ახლად რეაბილიტირებული სკოლა.
თორნიკე ჯანაშიამ მადლობის სიგელები გადასცა სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს და მადლობა გადაუხადა მომავალი თაობის აღზრდაში გაწეული შრომისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მარტვილის ხელმძღვანელი ვივინა ძიძიგური, სკოლის პედაგოგები და მშობლები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content