მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნების მუზეუმის დარბაზში, მარტვილელი მოსწავლეების ორგანიზებით, ინტელექტუალური ჩემპიონატი „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
ჩემპიონატში მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლებისგან შემდგარი 10 გუნდი მონაწილეობდა.
ჩემპიონატი საინტერესოდ წარიმართა. ფინალურ ეტაპზე მარტვილის №1 და №2 საჯარო სკოლები გავიდნენ. გამარჯვება №2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
გამარჯვებულები სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ინტელექტუალურ ჩემპიონატს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.