საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მარტვილში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.
მარტვილის სასპორტო სკოლისა და საფეხბურთო სკოლის ეზოში მოეწყო სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, რომელშიც მონაწილე მოზარდები, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიგელებით დააჯილდოვა.
ქალაქის ცენტრში მოეწყო ეთნოკუთხე და გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებების შემდეგ, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიების წლევანდელი კონცეფციაა #ევროპისკენ – საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა – დღეს, ჩვენ, ერთად ვთანხმდებით, რომ გვსურს დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი დამოუკიდებლობით.