26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ მუნიციპალიტეტის მერთან თორმიკე ჯანაშიასთან და მოადგილეებთან ერთად, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუტები გვირგვინებით შეამკეს.
მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეებმა კი მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პატივი მიაგეს ასევე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკეს მებრძოლთა მემორიალი.