26 მაისი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისის აღსანიშნავად, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება მიმდინარეობს.
ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები, ასევე ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები ქალაქის ცენტრში, სპორტულ მოედნებზე და ქუჩებში. მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს მოინახულოს ეთნოგრაფიული კუთხე. საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე გაიმართა მოზარდ სპორტსმენთა ფესტივალი, რომელშიც მონაწილე ბავშვები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
ამ წუთებში, ქალაქის ცენტში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს. სადაც მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ ტესტირებაში მონაწილე მოსწავლეები დააჯილდოვეს.
17:10 საათზე მოხდება საზეიმო აღნიშვნა, მოწვეული მომღერალი ანი მორგოშია შეასრულებს საქართველოს ჰიმნს. რის შემდეგაც გაიმართება დასკვნითი კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
ღონისძიების წლევანდელი კონცეფციაა #ევროპისკენ – საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა – დღეს, ჩვენ, ერთად ვთანხმდებით, რომ გვსურს დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი დამოუკიდებლობით.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა!
გილოცავთ 26 მაისს!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content