m.jbmarugroup.com m.jbmarugroup.com ftp.archilab-doma.com m.primeblendind.com m.jawamotorcycles.cz m.laboratoriocelada.com.ar ftp.netbek.co.za manoa.education m.sulaeman.com api.micropasts.org m.daijiangtao.blog m.bellawoo.com multipath-tcp.com m.ayanacampbell.com m.balry.com ftp.epistemics.net ftp.akperhusada.ac.id ftp.atl.ac.id ftp.akbidds.ac.id ftp.aakt.ac.id m.inversion-engine.com whm.web.hariansilampari.co.id pop.centurio.net m.ftp.intech.edu.ar m.smoothieware.org id.oliveryang.net intro.vtaiwan.tw ftp.netbek.co.za m.sometext.com m.sontek.net m.laboratoriocelada.com.ar ftp.angleton.io www.pawseco.com.au www.shuffleprojekt.de upollo.ai praxis-estefania-lang.de id.improveffect.com pmb.akperhusada.ac.id m.akbidds.ac.id m.akperhusada.ac.id m.atl.ac.id m.aakt.ac.id akbidds.ac.id atl.ac.id aakt.ac.id akperhusada.ac.id cityofcalapan.gov.ph implementa.com.py fundaciontexo.org natsci.manoa.hawaii.edu microbiology.manoa.hawaii.edu biodiversity-reu.manoa.hawaii.edu swasthayurveda.lk rsud.sintang.go.id cmis.cro.moial.p3.gov.np cestanobre.com.br www.semanadafisica.unir.br www.bstwn.org www.akperhusada.ac.id www.tebadul.com www.imtacar.com digamus-award.de kulturtussi.de ankevonheyl.de heylshof.de herbergsmuetter.de prgc.edu.in jbmarugroup.com akbidpemkabbgoro.ac.id www.drzarirudwadia.com www.laparoscopyindia.com herniasocietyofindia.org muslimwriters.org mkausa.org www.quranfacts.com journal.hcsr.gov.sy sjcr.hcsr.gov.sy submit.hcsr.gov.sy icba-sucre.edu.bo dmsg-hessen.de qlu.ac.pa www.ryscontrol.com.ar www.expresobsastucuman.com.ar www.korrekturen.de www.99stationstreet.com/food/ www.99stationstreet.com/Menu_Dinner/ sazu.edu.ng www.arm.eng.br prgc.edu.inwww.nbcc.org.ngmarburg-biedenkopf.dmsg-hessen.depkm-tanjungpandan.belitung.go.idwww.perfinox.pt
აბედათის ადმინისტრაციული ერთეული - მარტვილის მუნიციპალიტეტი

აბედათის ადმინისტრაციული ერთეული

აბედათის ადმინისტრაციული ერთეული მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ოდიშის დაბლობზე, მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 130 მეტრზე. მარტვილიდან დაშორებულია 7 კილომეტრით. ფართობი 38 კვ.კმ.

აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის ოთხი სოფელი: აბედათი, ლემიქავე, ჯოლევი, ლექაჯაიე. ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს 2450 სული, კომლთა რაოდენობა შეადგენს 758-ს.

აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულს გააჩნია დიდი პოტენციალი ტურისტული სფეროს განსავითარებლად, რაშიც გამორჩეული არქიტექტურული ძეგლები და მრავალფეროვანი ბუნება უწყობს ხელს. ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აბედათის ციხე,  რომლის ტერიტორიაზე გასულ საუკუნეში, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის პარმენ ზაქარაიას ხელმძღვანელობით, ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ნაშთები მრავლად იპოვეს. პარმენ ზაქარაია ვარაუდობდა, რომ ნოქალაქევის ,,საკონტროლო ზონაში’’ იყო აგებული აბედათის ძველი ციხე,  და მას IV-VI საუკუნეებით ათარიღებდა, ხოლო აბედათის უკვე შუა საუკუნეებში აგებული ციხე-დარბაზსა და კოშკს დადიანების საგვარეულოს მიაკუთვნებენ. ციხე მდებარეობს ზღვის დონიდან 130 მეტრზე. ასევე ახლად აშენებული  წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სახელობის ტაძარი, რომელიც მდებარეობს აბედათის ცენტრში.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content