ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის № 1 საბავშვო ბაღში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალი საბავშვო ბაღების აღსაზრდელები. პატარები მაყურებლის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგნენ.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის თანამშრომლები და აღსაზრდელების მშობლები ესწრებოდნენ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content