დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულის ფართობია – 33 350 კვ.კმ; სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 250 მეტრზე. ქ. მარტვილიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: დიდი ჭყონი, II ნამიკოლაო, მამული, ლედგებე, ოჩე. დიდი ჭყონში ცხოვრობს 1501 კომლი, სულთა რაოდენობა შეადგენს 5100-ს.
დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში ფუნქციონირებს წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, წმ. გიორგის ეკლესია (ლედგებე) და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (ნაფოსტარი).