დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში საფეხბურთო მოედანი მოეწყობა

დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საფეხბურთო და საფრენბურთო სტადიონი მოეწყობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარე ელდარი თოდუა საკრებულოს წევრებთან, მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ნაჭყებიასთა, მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა და სტადიონის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
სტადიონის მოსაწყობად განკუთვნილი ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სოფელ დიდი ჭყონის საფეხბურთო სტადიონის მოწყობის შემდეგი ეტაპი მის შემოღობვასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
საკრებულოს წევრები ასევე იმყოფებოდნენ სოფელ ოჩეში, გაგუების უბანში მშენებარე საფეხბურთო მოედანზე და იქ ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნენ.
აღნიშნულ სტადიონზეც პროექტის განხორციელებამდე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა, შემდეგ კი განათებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content