დოშაყეს ადმინისტრაციული ერთეული

დოშაყეს ადმინისტრაციული ერთეულის ფართობია- 17,05 კვ.კმ; მდებარეობს  სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცივის (მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადი) სათავეებთან, ზღვის დონიდან 320 მეტრზე, მარტვილიდან დაშორებულია  28 კილომეტრით. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: დოშაყე, ლექობალე, ლეჟვანე. დღეისათვის  დოშაყეში ცხოვრობს  115 კომლი, სულთა რაოდენობა შეადგენს   560-ს.

დოშაყეს  ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს მღვიმე. მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია მღვიმეში მოპოვებული არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა, სადაც წარმოდგენილია პალეოლითი, ენეოლითი, ბრინჯაოს ხანა და შუა საუკუნეები. დოშაყეში ასევე მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content