ვედიდკარის ადმინისტრაციული ერთეულის ფართობია 25 კვ.კმ. ვედიდკარი ტერიტორიულად მდებარეობს სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 80 მეტრზე, მარტვილიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. ვედიდკარი ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: ვედიდკარი, მუხურჩა, ორქა, მახათი. დღეისათვის ვედიდკარში ცხოვრობს 996 კომლი, სულთა რაოდენობა შეადგენს 2450-ს.
სოფელში ფუქციონირებს ახალაშენებული მთავარანგელოზის და თეოდორე ტირიონის სახელობის ეკლესია, ასევე მუხურჩაში ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი.