კურზუს ადმინისტრაციული ერთეული მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში. მარტვილიდან დაშორებულია 26 კილომეტრით. ფართობი 23,7 კვ.კმ. კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: კურზუ, დღვანა, სანაჭყებიო, საბერულაო, დობერაზენი, გოდოგანი. ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს 1980 სული, კომლთა რაოდენობა შეადგენს 490-ს.
ადმინისტაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარეობს ჯიხასა და წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები, ოჩხამურის კანიონი, ჩანჩქერი და ტეხურის ხეობა ულამაზესი ბუნებით.